Friday, 29 November 2019

ბუნებისმცოდნეობის წრე - 29 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ბუნებისმცოდნეობის წრის „ბუნება - სიცოცხლის წყაროს“ მერვე საწრეო მუშაობა. შეხვედრის დროს მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო წინა შეხვედრების დროს განხილული საკითხების შესახებ. აღნიშნული შუალედური შეჯამება მოიცავდა მოსწავლეთა სრულ ჩართულობას იმისთვის, რომ უკეთესად მოეხდინათ განვლილი მასალის შესახებ ცოდნის განმტკიცება.

Thursday, 28 November 2019

ქართული ენის წრე - 28 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ქართული ენის წრის „ქართული ენა - ჩვენი საუნჯის“ მერვე საწრეო მუშაობა. შეხვედრა დაეთმო სახალისო დავალებებსა და პრაქტიკულ სამუშაოს. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ ჩართულიყო ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოში. პრაქტიკული სამუშაო მოიცავდა ლიტერატურული ნაწარმოების თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებას. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამგვარ სავარჯიშოებს.

Wednesday, 27 November 2019

მათემატიკის წრე - 27 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა მათემატიკის წრის „მათემატიკა - სამყაროს გასაღების” მერვე საწრეო მუშაობა. შეხვედრა დაეთმო სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნას. მოსწავლეებმა ამოხსნეს მრავალი ამოცანა და ამ გზით განიმტკიცეს წინა შეხვედრების დროს მიღებული ცოდნა. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და მოეყვანა მაგალითი დასმული საკითხის შესახებ. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.

Friday, 22 November 2019

ბუნებისმცოდნეობის წრე - 22 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ბუნებისმცოდნეობის წრის „ბუნება - სიცოცხლის წყაროს“ მეშვიდე საწრეო მუშაობა. შეხვედრა შეეხებოდა შინაურ ცხოველებს და სოფლის მეურნეობას. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და მოეყვანა მაგალითი დასმული საკითხის შესახებ. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.


Thursday, 21 November 2019

ქართული ენის წრე - 21 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ქართული ენის წრის „ქართული ენა - ჩვენი საუნჯის“ მეშვიდე საწრეო მუშაობა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოსწავლეთა საყვარელი ლექსები ან მოთხრობები. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ მაგალითად მოეყვანა მისთვი საყვარელი ლექსის ან მოთხრობა და გამოეხატა საკუთარი აზრი მათთან დაკავშირებით. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.

Wednesday, 20 November 2019

მათემატიკის წრე - 20 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა მათემატიკის წრის „მათემატიკა - სამყაროს გასაღების” მეშვიდე საწრეო მუშაობა. შეხვედრა შეეხებოდა პერიმეტრს. მოსწავლეებმა ამოხსნეს მრავალი ამოცანა და ამ გზით განიმტკიცეს პერიმეტრის შესახებ ცოდნა. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და მოეყვანა მაგალითი დასმული საკითხის შესახებ. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.




Friday, 15 November 2019

ბუნებისმცოდნეობის წრე - 15 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ბუნებისმცოდნეობის წრის „ბუნება - სიცოცხლის წყაროს“ მეექვსე საწრეო მუშაობა. შეხვედრა შეეხებოდა ადამიანისა და ბუნების კავშირს. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და მოეყვანა მაგალითი დასმული საკითხის შესახებ. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.

Thursday, 14 November 2019

ქართული ენის წრე - 14 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ქართული ენის წრის „ქართული ენა - ჩვენი საუნჯის“ მექვსე საწრეო მუშაობა. შეხვედრა შეეხებოდა ტექსტის საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებას. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და მოეყვანა მაგალითი საკუთარი ცხოვრებიდან წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.

Wednesday, 13 November 2019

მათემატიკის წრე - 13 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა მათემატიკის წრის „მათემატიკა - სამყაროს გასაღების” მეექვსე საწრეო მუშაობა. შეხვედრა შეეხებოდა რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნას. მოსწავლეებმა ამოხსნეს მრავალი ამოცანა და ამ გზით განიმტკიცეს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შესახებ ცოდნა. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და მოეყვანა მაგალითი დასმული საკითხის შესახებ. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.

Friday, 8 November 2019

ბუნებისმცოდნეობის წრე - 8 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ბუნებისმცოდნეობის წრის „ბუნება - სიცოცხლის წყაროს“ მეხუთე საწრეო მუშაობა. შეხვედრაზე შესრულდა სახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ დაესვა შეკითხვა და სრულად ჩართულიყო დავალებებში.

Thursday, 7 November 2019

ქართული ენის წრე - 7 ნოემბერი 2019


დღეს ჩატარდა ქართული ენის წრის „ქართული ენა - ჩვენი საუნჯის“ მეხუთე საწრეო მუშაობა. შეხვედრა შეეხებოდა კამათისა და მსჯელობის სტრატეგიებს. თითოეულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ ჩართულიყვნენ ამ სტრატეგიების შესახებ მსჯელობაში და მოესმინათ სხვა მოსწავლეების არგუმენტები დასმული საკითხის შესახებ.