დღეს ჩატარდა ბუნებისმცოდნეობის
წრის „ბუნება - სიცოცხლის წყაროს“ პირველი საწრეო მუშაობა. მოხდა საწრეო მუშაობის მიზნებისა
და გეგმის გაცნობა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია წრის მუშაობის ფორმატის და დანიშნულების
შესახებ. ხელმძღვანელმა მოსწავლეებს განუმარტა, რომ საწრეო მუშაობის დროს მნიშვნელოვანი
იქნებოდა მათი სრული ჩართულობა, და მათთვის საინტერესო კითხვების დასმა და აქტივობებში
მონაწილეობა. საწრეო მუშაობის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შესთავაზა, რომ ამ წრის სახელი
ყოფილიყო „ბუნება - სიცოცხლის წყარო“ და აუხსნა, რომ სიცოცხლე დედამიწის ბუნებაში განვითარდა.
მოსწავლეებს მოეწონათ ეს
სახელი.
No comments:
Post a Comment