Friday, 11 October 2019

ბუნებისმცოდნეობის წრე - 2019-2020 სასწავლო წელი


2019 წლის 11 ოქტომბრიდან თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო უფასო ბუნებისმცოდნეობის წრემ „ბუნება - სიცოცხლის წყარო.“ წრეში გაერთიანებულნი არიან ამავე სკოლის IV-ზ კლასის მოსწავლეები და მისი ხელმძღვანელია პედაგოგი ნელი ცარიელაშვილი.

საწრეო მუშაობის აღწერა
            
წრის სახელწოდება: „ბუნება - სიცოცხლის წყარო“
მასწავლებელი/ხელმძღვანელი: ნელი ცარიელაშვილი
სკოლა: ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის თბილისის  №173 საჯარო სკოლა
კლასი: IV-ზ
თემა: საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა ბუნებისმცოდნეობაში.
დრო: ყოველ პარასკევს, მე-6 გაკვეთილი.

საწრეო მუშაობის მიზანი

დამატებითი აქტივობების შემოტანა დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია. ბუნებისმცოდნეობაში საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი შემეცნებითი ინტერესისა და უნარების განვითარებას. ბუნებისმცოდნეობის საწრეო მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს  ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები სწავლის მომდევნო საფეხურისათვის.

საწრეო მუშაობის ამოცანები

აწრეო მუშაობა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების შესრულებას:
  1. საგაკვეთილო პროცესის დროს მიღებული ცოდნის განმტკიცება;
  2. გარემოს მოვლის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება;
  3. კვლევითი უნარების ჩამოყალიბება;
  4. მე-4 კლასის საპროგრამო მასალის უკეთ ათვისება;
  5. სოციალური უნარების განვითარება; და
  6. მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

საწრეო  მუშაობის შედეგები

აწრეო მუშაობით მიღებული მოსალოდნელი შედეგებია:
  1. ოსწავლეები დაინტერესდებიან  ბუნებისმცოდნეობით;
  2. დამოუკიდებლად შეასრულებენ სამუშაოს მათი ინტერესების, შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად;
  3. მიეჩვევიან ლოგიკურ და სიტუაციურ აზროვნებას; და
  4. გაიუმჯობესებენ თავისუფალი და კრიტიკული მსჯელობის უნარებს.

ბუნებისმცოდნეობის წრის მეცადინეობის გეგმა

2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ ყოველ პარასკევს.

#
თარიღი
თემა
ანგრძლივობა (სთ)
1
11/10/2019
აწრეო მუშაობის მიზნებისა და გეგმის გაცნობა
1
2
18/10/2019
გარემო და მისი მოვლის აუცილებლობა
1
3
25/10/2019
მცენარეთა სამყარო
1
4
1/11/2019
ცხოველთა სამყარო
1
5
8/11/2019
ახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო
1
6
15/11/2019
ადამიანი და ბუნება
1
7
22/11/2019
ინაური ცხოველები და სოფლის მეურნეობა
1
8
29/11/2019
ახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო
1
9
6/12/2019
კოსმოსი და მზის სისტემა
1
10
13/12/2019
დედამიწა და სიცოცხლე
1
11
20/12/2019
ახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო
1
12
27/12/2019
 ემესტრში რის შემაჯამებელი მუშაობა
1

აწრეო მუშაობის მეთოდები და რესურსები

საწრეო  მუშაობაში გემოყენებულია თამაშები, სახალისო ამოცანები, გონების სავარჯიშოები, სურათები, სქემები, ცხრილები, და ინტერნეტში მოძიებული მასალა. ასევე გამოყენებული იქნება საბუნებისმეტყველო კრებულები, ტესტები, სამუშაო ბარათები, დაფა, პროექტორი, გეომეტრიული ფიგურები და ბუკები.

ეჯამება

საწრეო  მუშაობის პროგრამა ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს. ასეთი მუშაობა საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად გავანაწილოთ აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების შესრულების დროს ინტერესთა სფეროებისა და შესაძლებლობის მიხედვით.

No comments:

Post a Comment