2019 წლის 9 ოქტომბრიდან თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო
უფასო მათემატიკის წრემ „მათემატიკა - სამყაროს გასაღები.“ წრეში გაერთიანებულნი არიან
ამავე სკოლის IV-ზ კლასის მოსწავლეები და მისი ხელმძღვანელია პედაგოგი ნელი ცარიელაშვილი.
საწრეო მუშაობის აღწერა
სახელწოდება: „მათემატიკა
- სამყაროს გასაღები“
საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების შესრულებას:
საწრეო მუშაობით მიღებული მოსალოდნელი შედეგებია:
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს.
საწრეო მუშაობაში გემოყენებულია თამაშები, სახალისო ამოცანები, გონების სავარჯიშოები, სურათები, სქემები, ცხრილები, და ინტერნეტში მოძიებული მასალა. ასევე გამოყენებული იქნება სავარჯიშოთა კრებულები, ტესტები, სამუშაო ბარათები, დაფა, პროექტორი, გეომეტრიული ფიგურები და ბუკები.
საწრეო მუშაობის პროგრამა ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს. ასეთი მუშაობა საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად გავანაწილოთ აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების შესრულების დროს ინტერესთა სფეროებისა და შესაძლებლობის მიხედვით.
მასწავლებელი/ხელმძღვანელი: ნელი ცარიელაშვილი
სკოლა: ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის №173 საჯარო
სკოლა
კლასი: IV-ზ
თემა: საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის
ხელშეწყობა მათემატიკაში
დრო: ყოველ ოთხშაბათს, მე-6 გაკვეთილი.
საწრეო მუშაობის მიზანი
დამატებითი აქტივობების შემოტანა დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე
აუცილებელია. მათემატიკაში საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა
და მათი კვლევითი უნარების განვითარებას. მათემატიკის საწრეო მუშაობა მნიშვნელოვანია
იმისთვის, რომ მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები სწავლის მომდევნო
საფეხურისათვის.
საწრეო მუშაობის ამოცანები
საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების შესრულებას:
- საგაკვეთილო პროცესის
დროს მიღებული ცოდნის განმტკიცება;
- სწორი, ლოგიკური
და სიტუაციური აზროვნების განვითარება;
- კვლევითი უნარების
ჩამოყალიბება;
- მე-4 კლასის საპროგრამო
მასალის უკეთ ათვისება;
- სოციალური უნარების
განვითარება; და
- შემოქმედებითი უნარების
განვითარება.
საწრეო მუშაობის შედეგები
საწრეო მუშაობით მიღებული მოსალოდნელი შედეგებია:
- მოსწავლეები
დაინტერესდებიან მათემატიკით;
- დამოუკიდებლად შეასრულებენ
სამუშაოს მათი ინტერესების, შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად;
- მიეჩვევიან ლოგიკურ
და სიტუაციურ აზროვნებას; და
- გაიუმჯობესებენ თავისუფალი
და კრიტიკული მსჯელობის უნარებს.
მათემატიკის წრის მეცადინეობის გეგმა
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს.
#
|
თარიღი
|
თემა
|
ხანგრძლივობა
(სთ)
|
1
|
9/10/2019
|
საწრეო მუშაობის
მიზნებისა და გეგმის გაცნობა
|
1
|
2
|
16/10/2019
|
მრავალნიშნა
რიცხვების შეკრება და გამოკლება
|
1
|
3
|
23/10/2019
|
სიგრძის ერთეულები
- გეომეტრიული ფიგურები
|
1
|
4
|
30/10/2019
|
მასის ერთეულები - ამოცანები
|
1
|
5
|
6/11/2019
|
ამოცანების ამოხსნა
|
1
|
6
|
13/11/2019
|
რიცხვითი გამოსახულების
მნიშვნელობის პოვნა
|
1
|
7
|
20/11/2019
|
პერიმეტრი
|
1
|
8
|
27/11/2019
|
ამოცანების ამოხსნა
|
1
|
9
|
4/12/2019
|
ფართობი
|
1
|
10
|
11/12/2019
|
მრავალნიშნა
რიცხვების დამრგვალება
|
1
|
11
|
18/12/2019
|
ამოცანების ამოხსნა
|
1
|
12
|
25/12/2019
|
სემესტრში წრის შემაჯამებელი
მუშაობა
|
1
|
საწრეო მუშაობის მეთოდები და რესურსები
საწრეო მუშაობაში გემოყენებულია თამაშები, სახალისო ამოცანები, გონების სავარჯიშოები, სურათები, სქემები, ცხრილები, და ინტერნეტში მოძიებული მასალა. ასევე გამოყენებული იქნება სავარჯიშოთა კრებულები, ტესტები, სამუშაო ბარათები, დაფა, პროექტორი, გეომეტრიული ფიგურები და ბუკები.
შეჯამება
საწრეო მუშაობის პროგრამა ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს. ასეთი მუშაობა საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად გავანაწილოთ აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების შესრულების დროს ინტერესთა სფეროებისა და შესაძლებლობის მიხედვით.
No comments:
Post a Comment