დღეს ჩატარდა მათემატიკის წრის „მათემატიკა - სამყაროს გასაღების” პირველი
საწრეო მუშაობა. მოხდა საწრეო მუშაობის მიზნებისა და გეგმის გაცნობა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია
წრის მუშაობის ფორმატის და დანიშნულების შესახებ. ხელმძღვანელმა მოსწავლეებს განუმარტა, რომ საწრეო
მუშაობის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი სრული ჩართულობა, და მათთვის საინტერესო
კითხვების დასმა და აქტივობებში მონაწილეობა. საწრეო მუშაობის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შესთავაზა,
რომ ამ წრის სახელი ყოფილიყო “მათემატიკა - სამყაროს გასაღები” და აუხსნა, რომ სამყარო
მათემატიკის ენაზეა დაწერილი. მოსწავლეებს მოეწონათ ეს სახელი.
No comments:
Post a Comment