Thursday, 10 October 2019

ქართული ენის წრე - 2019-2020 სასწავლო წელი


2019 წლის 10 ოქტომბრიდან თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო უფასო ქართული ენის წრემ „ქართული ენა - ჩვენი საუნჯე.“ წრეში გაერთიანებულნი არიან ამავე სკოლის IV-ზ კლასის მოსწავლეები და მისი ხელმძღვანელია პედაგოგი ნელი ცარიელაშვილი.

საწრეო მუშაობის აღწერა
            
წრის სახელწოდება: „ქართული ენა - ჩვენი საუნჯე“
მასწავლებელი/ხელმძღვანელი: ნელი ცარიელაშვილი
სკოლა: სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ თბილისის  №173 საჯარო სკოლა
კლასი: IV-ზ
თემა: საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა ქართულ ენაში.
დრო: ყოველ ხუთშაბათს, მე-6 გაკვეთილი.

საწრეო მუშაობის მიზანი

დამატებითი აქტივობების შემოტანა დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია. ქართულ ენაში საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი შემეცნებითი ინტერესისა და უნარების განვითარებას. ქართულ ენაში საწრეო მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს  ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები სწავლის მომდევნო საფეხურისათვის.

საწრეო მუშაობის ამოცანები

აწრეო მუშაობა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების შესრულებას:
  1. საგაკვეთილო პროცესის დროს მიღებული ცოდნის განმტკიცება;
  2. ძირითადი უნარების (როგორიცაა კითხვა, მოსმენა და საუბარი) განვითარება;
  3. ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება;
  4. მე-4 კლასის საპროგრამო მასალის უკეთ ათვისება;
  5. სოციალური უნარების განვითარება; და
  6. საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმის უნარის განვითარება.
საწრეო  მუშაობის შედეგები

აწრეო მუშაობით მიღებული მოსალოდნელი შედეგებია:
  1. ოსწავლეები უკეთ შეძლებენ ენობრივი რესურსების გამოყენებას;
  2. დამოუკიდებლად შეასრულებენ სამუშაოს მათი ინტერესების, შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად;
  3. მიეჩვევიან ლოგიკურ და სიტუაციურ აზროვნებას; და
  4. გაიუმჯობესებენ თავისუფალი და კრიტიკული მსჯელობის უნარებს.

ქართული ენის წრის მეცადინეობის გეგმა

2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ ყოველ ხუთშაბათს.

#
თარიღი
თემა
ანგრძლივობა (სთ)
1
10/10/2019
აწრეო მუშაობის მიზნებისა და გეგმის გაცნობა
1
2
17/10/2019
სხვადასხვა ტიპის წინადადებების სწორად კითხვა
1
3
24/10/2019
წაკითხული ტექსტის გააზრება
1
4
31/10/2019
წინადადებების სწორად ჩამოყალიბება
1
5
7/11/2019
კამათისა და მსჯელობის სტრატეგიები
1
6
14/11/2019
ტექსტის საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირება
1
7
21/11/2019
ჩემი საყვარელი ლექსი ან მოთხრობა
1
8
28/11/2019
ახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო
1
9
5/12/2019
წაკითხული ტექსტის ემოციური გაგება
1
10
12/12/2019
პოეზია და საყვარელი პოეტები
1
11
19/12/2019
ახალისო დავალებები და პრაქტიკული სამუშაო
1
12
26/12/2019
 ემესტრში რის შემაჯამებელი მუშაობა
1

აწრეო მუშაობის მეთოდები და რესურსები

საწრეო  მუშაობაში გემოყენებულია თამაშები, სახალისო ამონარიდები ნაწარმოებებიდან, გონების სავარჯიშოები, სურათები, ლექსები, და ინტერნეტში მოძიებული მასალა. ასევე გამოყენებული იქნება ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის კრებულები, ტესტები, სამუშაო ბარათები, დაფა, პროექტორი და ბუკები.

ეჯამება

საწრეო  მუშაობის პროგრამა ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს. ასეთი მუშაობა საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად გავანაწილოთ აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების შესრულების დროს ინტერესთა სფეროებისა და შესაძლებლობის მიხედვით.

No comments:

Post a Comment